თავში

"2 თვე გმირულად ებრძოდა ამ ვერაგ ვირუსს, სულისშემძვრელი იყო ეს ტანჯვა..." - რას წერს გარდაცვლილის შვილი

"2 თვე გმირულად ებრძოდა ამ ვერაგ ვირუსს, სუ
2 თვე გმირულად ებრძოდა ამ ვერაგ ვირუსს, სულისშემძვრელი იყო ეს ტანჯვა... - რას წერს გარდაცვლილის შვილი

ინტერნეტმომხმარებელი ანი ხარიბეგაშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ, რომ 2-თვიანი ბრძოლის შემდეგ 55 წლის ასაკში დედა კორონავირუსით გარდაეცვალა.

მისივე ინფორმაციით, აცრამდე სამი დღით ადრე დაუდასტურდა კორონავირუსი. როგორც ანი ხარიგებაშვილი წერს, ვაქცინაცია რომ მოესწრო, დედა ცოცხალი ეყოლებოდა.:

“დედა კოვიდით გარდაიცვალა. 55 წლის ასაკში. 2 თვე სავადმყოფოებში მართლა გმირულად ებრძოდა ამ ვერაგ ვირუსს. იმდენად მტკივნეული და სულისშემძვრელი იყო ეს 2-თვიანი ტანჯვა მისთვის, ძალიან მიჭირს დეტალებზე საუბარი. ცალკე ბრძოლის ველი გვქონდა ოჯახის წევრებს და მეგობრებს, რომლებიც საშინელ უსუსურობასთან და უიმედობასთან გამკლავებას ვცდილობდით მთელი ეს პერიოდი.

ამ ყველაფერს იმიტომ გიზიარებთ, რომ გითხრათ, თქვენ ამ ჯოჯოხეთის თავიდან არიდება და შეჩერება შეგიძლიათ! ამაზე უარი როგორ უნდა თქვა ადამიანმა?! დაუყოვნებლივ აიცერით და აცერით გარშემო ყველა ახლობელი ნებისმიერი ვაქცინით. არ გადადოთ და არ იყოყმანოთ! დედას აცრამდე 3 დღით ადრე დაუდასტურდა კოვიდი. ვერ მოვასწარით.. საქართველოს სტატისტიკით ორმაგად აცრილ მოქალაქეებში სიკვდილიანობა არ ფიქსირდება! ანუ, 2-ჯერ აცრა რომ მოესწრო, ახლა მე დედა გვერდით მეყოლებოდა.

არ ვიცი, ამაზე მკაფიოდ და ნათლად როგორღა დაგარწმუნოთ. საკუთარ, პირად ისტორიას გიზიარებთ, იმის დამიუხედავად, რომ ძალიან მიმძიმს ახლა ამაზე წერა.

ამის მერეც თუ ფიქრობთ, რომ “კოვიდი ჩვეულებრივი გრიპია რა..” ან გგონიათ, აცრა სიკვდილზე უარესს რამეს დაგმართებთ, ხართ ირაციონალური, უგუნური და უპასუხისმგებლო ადამიანი. აღარ არის კორექტულობის და ფერების დრო, რა! აცრა აღარც “პირადი არჩევანი” მგონია, სანამ ამასობაში ხალხი იხოცება გარშემო”,- წერს ანი ხარიბეგაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system