თავში

აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს

აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს
აჭარის მთავრობის სახლთან  აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე ორი პირი დააკავეს.

სამართალდამცველები და აქციის მონაწილეები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

აქციის მონაწილეებმა სცადეს პროტესტის ნიშნად ბუშტების გაშვება, გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამან გამოიწვია სამართალდამცველების გაღიზიანება.

აჭარის პოლიციის უფროსის თქმით, აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას.

მისივე თქმით, ერთ-ერთმა პირმა სამართალდამცველს ნიღაბი ჩამოხსნა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც დააკავეს.

"წარმოდგენილნი არიან მიმდებარე ტერიტრიაზე პოლიციელები. აქციის მონაწილეები ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას ძალის გამოყენებით. მათ არაერთხელ მოუწოდეს, რომ დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი და არ დაემორჩილნენ, რასაც მოყვა ერთი აქტივისტის დაკავება",- განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა 

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან პერმანენტული აქცია თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system