თბილისში, ბოკერიას კლინიკაში კორონავირუსის დელტა შტამით ინფიცირებული სამი ორსულის მდგომარეობა მძიმეა.
ექიმ ალექსი ვაჩაძის განცხადებით, სამივე მათგანი მართვით სუნთქვაზეა.
"სამი ფეხმძიმე გოგონა გადის ჩვენთან მკურნალობას კოვიდ რეანიმაციაში, სამივეს მდგომარეობა არის საკმაოდ კრიტიკული, სამწუხაროდ, არიან მართვით სუნთქვაზე, ინდუცირებულ კომაში და გრძელდება მათი მკურნალობა", - ამბობს ალექსი ვაჩაძე.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე საქართველოში 1 138 მძიმე კოვიდპაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 305 პირი.