თავში

ინფიცირებულ მღვდელთან ერთად, ღვთისმსახურებაზე სხვა სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ

ინფიცირებულ მღვდელთან ერთად, ღვთისმსახურებაზე სხვა სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ
ინფიცირებულ მღვდელთან ერთად, ღვთისმსახურებაზე სხვა სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ

მსახურებაზე, რომელსაც კორონავირუსით დაინფიცირებული სასულიერო პირი ესწრებოდა, სხვა სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ. 

ამის შესახებ report.ge-ს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.

ჯაღმაიძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სასულიერო პირი იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის წინაძღვარია,  თუმცა აღნიშნავს, რომ ის მსახურებაზე ეკლესიაში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა.

ცნობისთვის, სასულიერო პირს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. ინფიცირებული სასულიერო პირი ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული., მას მშრალი ხველა და ტემპერატურის მატება აღენიშნება. ასევე ინფიცირებულია სასულიერო პირის ოჯახის ორი წევრი, მათ შორის მოძღვრის და, რომელიც ერთ-ერთი კლინიკის ექთანია. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბოჭორიშვილის კლინიკაში ვერ აკონკრეტებენ, რომელი მათგანი იყო ოჯახში ინფექციის პირველწყარო, მაკა სოლოღაშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხს ეპიდემიოლოგები შეისწავლიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system