თავში

იუსტიციის მინისტრი არ ჩანს - ბრიფინგის ნაცვლად ჟურნალისტები ლექსო ლაშქარავას ფოტოებით დგანან - PHOTO

ქუთაისში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ბრიფინგი ამ დრომდე არ დაწყებულა. 

ბრიფინგის ოთახში მედიის წარმომადგენლები ტელეკომპანია "პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებითა და მოწოდებებით დგანან. 

როგორც report.ge-ს "მთავარი არხის" კორესპონდენტმა, ირაკლი ვაჩიბერაძემ განუცხადა, საათზე მეტია მინისტრს ელოდებიან, თუმცა რატი ბრეგაძე არ ჩანს. 

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს 11:00 საათზე ქუთაისის მერიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უნდა გეაფორმებინა, თუმცა აღნიშნული ღონისძიება ამ დრომდე არ დაწყებულა.

იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ნატალია მახვილაძის განმარტებით, მინისტრი სკვერში პრობაციონერებს ხვდება და ქალაქის მერიასთან მემორანდუმი მოგვიანებით გაფორმდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები

orphus_system