თავში

პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ბრძანება პარლამენტს წარუდგინა

პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ბრძანება პარლამენტს წარუდგინა
პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ბრძანება პარლამენტს წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა, საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელების შესახებ გამოცემული ბრძანება პარლამენტს წარუდგინა. 

საგანგებო სესიის ფარგლებში გამართულ პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა.

"ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის, მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მოსალოდნელი საფრთხის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, გამოვეცი ბრძანება, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. ბრძანების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა გაგრძელდება 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით. ამავე ამავე ვადით გაგრძელდება არსებული დეკრეტის მოქმედება, რომელიც, ხაზს ვუსვამ, არ ითვალისწინებს დამატებით შეზღუდვებს" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

პარლამენტმა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას კენჭი რამდენიმე წუთში უნდა უყაროს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system