თავში

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ტესტირების ახალი მეთოდი დაინერგა - VIDEO

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ტესტირების ახალი მეთოდი დაინერგა - VIDEO
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ტესტირების ახალი მეთოდი დაინერგა - VIDEO

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში პაციენტებს ტესტირება ახალი მეთოდით ჩაუტარდებათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა.

ლევან რატიანის თქმით, უკვე დაიტესტა "ჯინ ექსპერტი", რომლის საშუალებითაც მოხერხდება საეჭვო შემთხვევების გამოვლენა იმ პაციენტებთან, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ. 

მისი თქმით, ტესტირების ახალი მეთოდი მასიური არ იქნება.

,,გაიტესტა „ჯინ ექსპერტ“ მეთოდი, რომლითაც, ჩვენს კლინიკაში განხორციელდება კორონავირუსის საეჭვო შემთხვევების ინფიცირების გამოვლენა მხოლოდ იმ პაციენტებთან, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ. ეს არ იქნება მასიური, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენს კლინიკაში არსებული პაციენტების სადიაგნოსტიკო ღირებულებით. ეს არის უნიკალური მეთოდი და შეცდომის დაშვების ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი, რადგან მასში არ მონაწილეობს ადამიანის ფაქტორი“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system