თავში

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

1-ლი ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურის კლება ნალექია მოსალოდნელი. 

აღმოსავლეთ საქართველოში 23 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთში წვიმას ვარაუდობენ, ტემპერატურა დაიკლებს და +17-დან +23 გრადუსამდე იმერყევებს.

წვიმას და ტემპერატურის კლებას ვარაუდობენ სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოშიც. 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით უმეტესად წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი +17-დან +21 გრადუსამდე დაფიქსირდება.

მაღალ მთიან რეგიონებში ჰაერის ტემპერატურა +5-დან +14 გრადუსამდე დაფიქსირდება. მესტიაში თოვლჭყაპსაც ელოდებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system