თბილისში, სამგორის რაიონში, ქაიროს ქუჩაზე ხანძრის ქრობის სამუშაოებში მეხანძრე-მაშველების 13 ეკიპაჟი მონაწილეობს.
როგორც report.ge -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
უწყების ცნობით, ახლომდებარე კორპუსებზე ცეცხლის გადადების საფრთხე არ არსებობს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცნობისთვის, ხანძარი 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ნაგებობას გაუჩნდა. გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.