თბილისში, ხორავას ქუჩაზე, გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლი გამთენიისას, საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.
როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
მათივე ინფორმაციით, ცეცხლი მომიჯნავე საცხოვრებელ სახლებზე არ გავრცელებულა.
ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.