თავში

ტოვებს თუ არა კორონავირუსი იმუნიტეტს - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

ტოვებს თუ არა კორონავირუსი იმუნიტეტს - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება
ტოვებს თუ არა კორონავირუსი იმუნიტეტს - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგივი განმარტავს, რომ კორონავირუსით ხელახალი ინფიცირების მხოლოდ ერთეული შემთხვევებია აღწერილი, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ აღნიშნული ვირუსი ადამიანის ორგანიზმში იმუნიტეტს ტოვებს.

კულუმბეგოვის თქმით, თუ ადამიანი კორონავირუსს გადაიტანს, ის მინიმუმ ნახევარი წელი დაცული იქნება რეინფიცირებისგან. 

„ადამიანის ორგანიზმში ნებისმიერი უცხო აგენტის შეჭრისას, ორგანიზმი ორი ტიპის იმუნიტეტს ავითარებს: ერთია ანტისხეულები - ესაა მობილური „დესანტი“, „ჯარისკაცები“ და ამას ებრძვის მეორე „ბატალიონიც“ - T-ლიმფოციტების. ამას ჰქვია უჯრედული იმუნიტეტი, რომლებიც ბაზირებული და მყარად არიან, ანუ, ასე ვთქვათ, არ მოძრაობენ. შეიძლება, ინფექცია გადავიტანო და ეს ანტისხეულები არ მესაზღვრებოდეს ან ძალიან დაბალი მქონდეს, ვთქვათ, 2,3,4 თვეში დამეკარგოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ T-ლიმფოციტური იმუნიტეტი არ მაქვს. 

სხვათა შორის, ეს კაროლინსკას ინსტიტუტმა დაადგინა, სადაც ნობელის პრემიას გასცემენ მედიცინის სფეროში, შვედეთში. იმდენად მაღალია შიდასაზოგადოებრივი გავრცელება აშშ-ში, ევროპის ყველა ქვეყანაში, აუცილებლად იქნებოდა რეინფიცირების ასეულობით და ასიათასობით შემთხვევა. მსგავსი შემთხვევები კი არ ფიქსირდება. მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა პუბლიკაციების დონეზე აღწერილი. ამიტომ, მე ვფიქრობ, ამ მხრივ, მშვიდად უნდა ვიყოთ. თუ გადაიტანს ადამიანი ვირუსს, მინიმუმ, ნახევარი წელი დაცული იქნება“ - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system