თავში

ტემპერატურით მიმდინარე ნებისმიერი დაავადებისას სპერმატოზოიდების ფუნქცია ქვეითდება - კულუმბეგოვი

ტემპერატურით მიმდინარე ნებისმიერი დაავადებისას
ტემპერატურით მიმდინარე ნებისმიერი დაავადებისას სპერმატოზოიდების ფუნქცია ქვეითდება - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რომ მამაკაცების შემთხვევაში ნებისმიერმა ვირუსმა, რომელიც ტემეპერატურით მიმდინარეობს, შესაძლოა სპერმატოზოიდების ფუნქციაზე გარკვეული გავლენა იქონიოს. 

ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, თუ ვაქცინირებულს ტემპერატურა დაუფიქსირდა, შესაძლებელია სპერმატოზოიდული ფუნქცია 2-3 კვირის განმავლობაში დაქვეითდეს. 

"ქალბატონებს რაც შეეხება, რეპროდუქციულ ცვლაზე არავითარი გავლენა არ დასტურდება აბსოლუტურად, არც ერთი ვაქცინის და ეს დადასტურებულია კლინიკური კვლევების დროს.

მაგრამ რაც შეეხება მამაკაცების შემთხვევას, ეს მინდა ხაზგასმით ვთქვა, ნებისმიერი ვირუსული დაავადების დროს, თუ ის ცხელებით მიმდინარეობს, ეს ყველამ უნდა იცოდეს და თუ არ იციან ახლა ეცოდინებათ ვინც გვისმენს ამ შემთხვევაში, ნებისმიერი გრიპის ვირუსის შემთხვევაშიც კი, ან ნებისმიერი სხვა ვირუსი იქნება, თუ ტემპერატურით მიმდინარე დაავადება, ამ დროს სპერმატოზოიდების ფუნქცია დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში ქვეითდება.

შესაბამისად 2-3 კვირის განმავლობაში ნებისმიერი სიცხის გადატანის შემდგომ მამაკაცის განაყოფიერების უნარი ცოტა მოიკოჭლებს, თუ შეიძლება ასე ითქვას და არ არის ისეთი როგორიც იყო ავადობამდე.

ამიტომ, თეორიული შანსი იმისა, რომ ვაქცინის გაკეთების შემდგომ, თუ ტემპერატურული რეაქცია დაუფიქსირდა, რაც დაახლოებით 30-40%-ში ხდება ხოლმე ზოგჯერ პირველ დოზაზე, ზოგჯერ მეორეზე, გააჩნია ვაქცინის სახეობას, შეიძლება ტრანზიტორული, წარმავალი 2- კვირიანი დაქვეითება იყოს სპერმატოზოიდების ფუნქციის. ეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, არ ეხება ვაქცინას, უბრალოდ ტემპერატურულ რეაქციაზე ვსაუბრობ გრიპის ვირუსი იქნება ეს, თუ რინოვირუსით გამოწვეული, ამას მნიშვნელობა არა აქვს," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა "რუსთავი 2-ის" ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system