თავში

რესპუბლიკური საავადმყოფო საკარანტინო ზონად გარდაიქმნა

რესპუბლიკური საავადმყოფო საკარანტინო ზონად გარდაიქმნა
რესპუბლიკური საავადმყოფო საკარანტინო ზონად გარდაიქმნა

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო მთლიანად გათავისუფლდება სხვა პაციენტებისგან და მომზადდება საკარანტინო ზონად. ამის შესახებ  საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა. 

"კლინიკა დღესვე მთლიანად გათავისუფლდება და მომზადდება საკარანტინო ზონად, სადაც მოთავსდება ყველა ის პაციენტი, რომელზეც იქნება ვარაუდი, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ კორონავირუსი. ჩვენ ველოდებით იმ პაციენტებს, რომლებიც იქნებიან მაღალი რისკის ქვეშ, ვაწარმოებთ მათზე დაკვირვებას და შემდეგ გადაწყდება ადგილზე განვაგრძობთ თუ არა მათ მკურნალობას. პაციენტები, რომლებიც ამ დრომდე მკურნალობდნენ ჩვენთან, დღესვე გადანაწილდნენ სხვადასხვა კლინიკებში. პერსონალი რჩება საავადმყოფოში და ჩვენ მზად ვიქნებით 88 პაციენტის მისაღებად კარანტინში. საავადმყოფოს პერსონალს უტარდება შესაბამისი ტრენინგი, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი აღნიშნული, ახალი ვირუსის შემთხვევაში", - განაცხადა ლევან გოფოძემ. 

საქართველოში კორონავირუსით ადამიანის ინფიცირების სამი შემთხვევა დადასტურდა. საჯარო სკოლებსა და ბაგა-ბაღებში ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა. ამ დროისათვის, კარანტინში 170 ადამიანი იმყოფება

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system