თავში

19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ამ კვირიდან ადამიანებში მეტად გამოვლინდება ბრძოლის სურვილი, გაღიზიანება, მიზანსრწრაფულობა,კონფლიქტურობა, რევოლუციური მისწრაფებები, სექსუალური ვნებათაღელვა. ეს ეხება როგორც ცალკე ადამიანებს ასევე ზოგადად ფონს. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ცეცხლსასროლ იარაღთან, აირებთან (აირის გამათბობლებს მეტი ყურადღება), გაითვალისწინეთ რომ ჯერ კიდევ არ არის მიზანშეწონილი ახალი საქმეების დაწყება (22 ნოემბრამდე მაინც). მოიმატებს ტრავმულობა, ავარიები, გაუგებრობები, ამიტომ ეცადეთ მეტად თავშეკავებულად, მშვიდად იყოთ, მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს, მათთან მყუდრო გარემოში გაატარეთ დრო. მოიწესრიგეთ ინტიმური ურთიერთობები. ჯანმრთელობის კუთხით მეტი ყურადღება დაუთმეთ ნერვულ სისტემას, აკონტროლეთ წნევა. აქტუალური შესაძლოა იყოს სტომატოლოგიური, გინეკოლოგიური პრობლემები, ასევე ენდოკრინული სისტემა, ამიტომ დროულად ჩაიტარეთ შესაბამისი პროფილაქტური ღონისძიებები. კვირა უკეთესია მშვილდოსნის, ლომისა, ვერძის, ასევე სასწორისა და  მერწყულის ნიშნებისათვის. მეტი თავშეკავება კი მორიელისა და კუროს ნიშნის წარმომადგენლებს მართებთ.

ვერძი

მშვენიერი დღეა საქმიანი კუთხით, ასევე მშვენივრად გაართმევთ თავს საოჯახო რუტინულ საკითხებს. მთავარია არ იყოთ სულსწრაფი. გამოიჩინეთ დიპლომატია.

კურო

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. თავი შორს დაიჭირეთ საეჭვო ადამიანებისგან. შესაძლოა სტუმრების მიღება მოგიწიოთ, ან შეხვდეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს.

ტყუპები

მთავარია დაიცვათ ბალანსი, მეტად დაკვირვებული იყავით, ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.

კირჩხიბი

აკონტროლეთ ემოციები, ნუ გადაიტვირთებით. გარჩევებისა და კამათისგან თავი შეიკავეთ, დღეს ჯობია მეტად პასიური იყოთ, ჩვეული საქმეებით შემოიფარგლოთ.

ლომი

ემოციურად დატვირთული დღეა, ამიტომ ეცადეთ მაქსიმალურად რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ნუ გადაიღლებით.

ქალწული

დღე მშვიდად ჩაივლის, თუმცა ნუ დაიტვირთებით საქმეებით, გადაანაწილეთ საქმე მთელ დღეზე, მოიფიქრეთ სამომავლო სამოქმედო გეგმა, არ დაგავიწყდეთ რომ ძალების აღდგენაც საჭიროა.

სასწორი

დღეს კორექციების დღე გაქვთ, ჯანმრთელობით დაწყებული, ტექნიკით დამთავრებული, იზრუნეთ იმაზე რომ მოაწესრიგოთ ყველაფერი. საღამოს კი განიტვირთეთ თქვენთვის სასურველ გარემოში.

მორიელი

საკმაოდ ნაყოფიერი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ასევე ფინანსების ახალი წყაროს მოძიებისთვის. იზრუნეთ საკუთარი თავის ჯანმრთელობაზე, ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს.

მშვილდოსანი

იზრუნეთ გუნება-განწყობის ამაღლებაზე. გახალისდით, ეცადეთ პოზიტიური ადამიანების გარემო შეიქმნათ. ტექნიკის  შეძენისგან თავი შეიკავეთ.

თხის რქა

გარკვეული საკითხების მოსაგვარებლად კარგია თუ კომპეტენტური ადამიანების რჩევებს გამოიყენებთ. საქმიანობის კუთხით ჯობია ახალს არაფერს შეეჭიდოთ. აი პირადი საკითხების მოსაგვარებლად მშვენიერი დროა.

მერწყული

დღე მშვიდად ,გეგმიურად ჩაივლის. თავი შეიკავეთ იმპულსურობისგან, ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისგან. საღამოს კი შეგიძლიათ დატკბეთ მშვენიერი ხედებით, ან მოინახულოთ საყვარელი ადგილები.

თევზები

მშვენიერი დღეა საქმიანი კუთხით, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია გამართლებულია. ნუ გაიფანტებით წვრილმანებზე, რომ არ გამოგრჩეთ ამ დროს მშვენიერი შესაძლებლობები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system