თავში

Curiosity-მ მარსზე უჩვეულო ღრუბლების სურათები გადაიღო - PHOTO

Curiosity-მ მარსზე უჩვეულო ღრუბლების სურათები გადაიღო - PHOTO
Curiosity-მ მარსზე უჩვეულო ღრუბლების სურათები გადაიღო - PHOTO

ახალი გამოსახულება 21 ცალკეული ფოტოსურათის კომბინაციაა, რომელიც მარსმავალმა Curiosity გეილას კრატერის თავზე არსებული უცნაური ღრუბლის შესასწავლად გადაიღო. ამის შესახებ Livescience წერს.

”ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ ფერებით, რომლებიც ჩნდება: წითელი, მწვანე, ლურჯი და მეწამული”, - ამბობს კოლორადოს კოსმოსური მეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერი მარკოზ ლემონი.

NASA–ს ცნობით, ჩანს, თითქოს ეს ღრუბლები მარსის ატმოსფეროში უფრო მაღლა მდებარეობს, ვიდრე პლანეტაზე ჩანს. თუ ღრუბელი Curiosity-ს თავზე გადის, ის ყინულითაა სავსე და მარსის ზედაპირიდან დაახლოებით 60 კილომეტრის სიმაღლეზე მიცურავს.

NASA-ში აცხადებენ, რომ მზის ჩასვლის შემდეგ ღრუბლები განსაკუთრებით ლამაზია, როდესაც სხივები ყინულის კრისტალებს ანათებს. 

ფოტოგალერეა: NASA.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system