თავში

მარსმფრენი წითელ პლანეტაზე მეექვსედ გაფრინდება

​მარსმფრენი წითელ პლანეტაზე მეექვსედ გაფრინდება
მარსმფრენი წითელ პლანეტაზე მეექვსედ გაფრინდება

მომდევნო კვირაში უპილოტო საფრენი აპარატი - Ingenuity მარსზე მეექვსე გაფრენას განახორციელებს. მისი სიჩქარე 14,5 კმ/სთ იქნება, ხოლო ფრენის ხანგრძლივობა 2 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდება. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

მარსმფრენი მიწის ზედაპირიდან 10 მეტრის სიმაღლეზე აფრინდება, ხოლო შემდეგ ის სიმაღლეს 50 მეტრამდე გაზრდის, რათა პლანეტას ზემოდან ფოტოები გადაუღოს. ოპერაციის მიზანი იქნება მარსის უფრო სიღრმისეული კვლევა, რათა დადგინდეს არსებობდა თუ არა იქ სიცოცხლე მილიონობით წლის წინ.

მარსმფრენი, მარსმავალთან ერთად 2021 წლის თებერვალში დაეშვა წითელ პლანეტაზე მის შესასწავლად. მისია Mars 2020 Perseverance ნასა-ს მთვარისა და მარსის გამოკვლევის მასშტაბური გეგმის მცირე ნაწილია, რომელიც სამომავლოდ ორივე პლანეტაზე ასევე ადამიანების გაშვებასაც გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system