თავში

ოკეანეების გამოსაკვლევად მცურავი რობოტები შექმნეს

​ოკეანეების გამოსაკვლევად მცურავი რობოტები შექმნეს
ოკეანეების გამოსაკვლევად მცურავი რობოტები შექმნეს

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა რობოტიზებული მცურავი ზღვის ვარსკვლავი შექმნეს, რომელსაც ოკეანეების გამოსაკვლევად გამოიყენებენ. ის აღჭურვილია სპეციალური რადარებითა და კამერებით, ოკეანოგრაფიული მონაცემების მისაღებად. ასევე ახლო მომავალში იგეგმება მცურავი რობოტი-კუების და რობოტი-ზვიგენების შექმნაც. ინფორმაციას სამეცნიერო გამოცემა IEEE Robotics and Automation Letters ავრცელებს.

ზღვის ვარსკვლავი აგებულია სილიკონის რბილი კორპუსისაგან და შიგნით მდებარე ელექტროძრავისაგან, რომელიც მყესების მეშვეობით ოთხ საცეცს ამოძრავებს. მათი თანმიმდევრული მოძრაობით რობოტი დამოუკიდებლად ცურავს ისე, რომ არ დაიხარჯოს ბატარეიდან მომავალი ბევრი ელ-ენერგია. ოკეანის წყლის წნევის, მარილიანობის, ტივტივ-უნარიანობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, მცურავი რობოტების შექმნა სახმელეთო ანალოგებთან შედარებით, გაცილებით რთულია. ეს პროცესი, არა მხოლოდ დიდ ხარჯებთან, ასევე დიდ დროსთანაცაა დაკავშირებული.

რობოტ ზღვის ვარსკვლავს საკმაოდ ჭკვიანი ხელოვნური ინტელექტი აქვს. ის ოკეანის წყლების რთულ პირობებში ადაპტაციის საშუალებას იძლევა. რობოტი ასევე იმართება დისტანციურად და შესაძლებელია მისი გადაადგილება წყლის სხვა და სხვა შრეებში, რითაც მეცნიერები ოკეანის უკეთ გამოკვლევას და შესაბამისი ინფორმაციის დისტანციურად მიღებას შეძლებენ.

მეცნიერებმა შექმნეს ასევე რობოტი-ხვლიკები, რომლებიც მარსის ზედაპირს გამოიკვლევენ. მოწყობილობას შეეძლება ვერტიკალურ ზედაპირებზე ცოცვაც, რაც მაშინ გამოიყენება, როცა ბორბლიანი ან მუხლოხოებიანი რობოტები არაეფექტურია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system