თავში

რატომ ირტყამენ გორილები მკერდზე ხელს?

​რატომ ირტყამენ გორილები მკერდზე ხელს?
რატომ ირტყამენ გორილები მკერდზე ხელს?

გორილების მკერდზე ხელის ცემის ჟესტი ერთ ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სურათია ცხოველთა სამყაროში. თუმცა აქამდე ცნობილი არ იყო რატომ იქცეოდნენ ცხოველები ასე. ამის დასადგენად მეცნიერები აკვირდებოდნენ გორილებს დაიანა ფოსის ნაციონალურ პარკში, რუანდას რესპუბლიკაში. კვლევების საფუძველზე გამოირკვა, რომ გორილები მკერდზე ხელების დარტყმით სიგნალებს იძლევიან თავიანთი ტანის ზომის თაობაზე, რაც თავის მხრივ, მათში კონკურენტუნარიანობის მაჩვენებელია. ინფორმაციას EureKAlert ავრცელებს.

ისინი ჩვეულებრივ ორ ფეხზე დგანან და ჩქარ-ჩქარა ირტყამენ მკერდზე ხელს. ამ დროს წარმოიქმნება უნიკალური ბგერები, რომელსაც დიდი ხმა აქვს და მისი გაგონება საკმაოდ შორიდანაც შეიძლება. მეცნიერებმა ეს ხმები ჩაიწერეს და სპეციალური ფოტოგრამმეტრიის მეთოდით დაამუშავეს. შედეგად დადგინდა, რომ ტანით უფრო დიდი ზომის გორილების მკერდზე ხელის დარტყმით წარმოქმნილი ბიძგების პიკური სიხშირე უფრო მცირეა, პატარა ზომის გორილებთან შედარებით. ამ მოქმედებით გორილები ერთმანეთს თავიანთი ტანის ზომის შესახებ აწვდიან ინფორმაციას.

,,ჩვენ შევძელით, გვეჩვენებინა, რომ ტანის ზომა კოდირებულია მკერდზე დარტყმის ხმებში’’, -აღნიშნა გერმანიის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერმა ედუარდ რაითმა. კვლევებით დადგინდა, რომ უფრო დიდი ზომის გორილები სოციალურად უპირატეს მდგომარეობაში იმყოფებიან მცირე ზომის გორილებთან შედარებით და მეტ წარმატებას აღწევენ გამრავლების კუთხით.

ცხოველთა სამყაროში ტანის ზომას ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, რადგანაც ეს აისახება მათ საბრძოლო თვისებებში გადარჩენისათვის და კონკურენციაში ერთმანეთთან. გორილები ერთმანეთს მკერდზე ხელების დარტყმით საკუთარ შესაძლებლობებზე აწვდიან ინფორმაციას, რის საფუძველზეც განისაზღვრება მათი შემდგომი ურთიერთდამოკიდებულება, როგორც ერთმანეთთან ბრძოლაში, ასევე პოტენციური პარტნიორის არჩევაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system