თავში

როგორ გავარჩიოთ კარგი ფორთოხალი ცუდისგან

როგორ გავარჩიოთ კარგი ფორთოხალი ცუდისგან
როგორ გავარჩიოთ კარგი ფორთოხალი ცუდისგან

ესპანელი სპეციალისტები გვასწავლიან, როგორ გავარჩიოთ კარგი ფორთოხალი ცუდისგან. მათი თქმით, პირველ რიგში ჯანსაღ ფორთოხალს გამორჩეული სუნი აქვს. ამავდროულად, ფორთოხალი უნდა იყოს გლუვი, მკვრივი და განსაზღვრული წონა უნდა ჰქონდეს . ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ თუ ფორთოხალი ხელით შეხებისას ცოტა რბილია, ეს არ ნიშნავს ცუდ ხარისხს. უბრალოდ ის ხანგრძლივი შენახვის შემდეგ დახლზე დარბილდა. ამის შესახებ ინფორმაციას ABC ავრცელებს.

ასევე ფორთოხლის კარგ ხარისხზე მიუთითებს ყვავილობის შემდეგ ნაყოფის ზედაპირზე დარჩენილი მწვანე ფერის ,,ვარსკვლავი’’. სპეციალისტები გვირჩევენ, ფორთოხლის ყიდვისას ყურადღება მის კანზე გავამახვილოთ. ის უნდა იყოს მკაფიო შეფერილობის და ერთგვაროვანი სტრუქტურის მქონე. თუ კანზე დაზიანებას აღმოვაჩენთ, მაგრამ დაზიანებული კანი უკვე გადაჭიმულია, ამ შემთხვევაში ნაყოფის ხარისხის ვერ დავიწუნებთ.

ფორთოხლები, ბანანისა და ავოკადოსგან განსხვავებით, ხეზე მწიფდება. აქედან გამომდინარე, თუ მაღაზიაში მჟავე ფორთოხალი შეგხვდებათ , უმჯობესია ყიდვისთვის ახალი მარაგის შემოტანას დაელოდოთ.

სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ შენახვის წესების სწორი დაცვის შემთხვევაში ფორთოხალი საუკეთესო მდგომარეობას რამდენიმე კვირის განმავლობაში ინარჩუნებს. ციტრუსის შენახვა საჭიროა გრილ და კარგად განიავებულ შენობაში, სითბოსა და ნესტის წყაროებისაგან მოშორებით. ასევე უნდა მოვერიდოთ ფორთოხლის უშუალოდ სხვა ხილთან ერთად შენახვას. დასაშვებია მისი მაცივარში მოთავსება +4-5 გრადუსზე.

2018 წელს ავსტრალიელმა მეცნიერებმა სიდნეის უნივერსიტეტში დაადგინეს, რომ დღის განმავლობაში თუნდაც მხოლოდ ერთი ფორთოხლის მიღებით შესაძლებელია მნიშვნელოვნად შევამციროთ თვალის ბადურის დეგენერაციის რისკი. ასევე ფორთოხალი ადამიანს იცავს მხედველობის სხვა პრობლემების განვითარებისგანაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system