თავში

ანტარქტიდა 5 წელში სრულად შეიცვლება

ანტარქტიდა 5 წელში სრულად შეიცვლება
ანტარქტიდა 5 წელში სრულად შეიცვლება

მეცნიერები აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ტუეიტსის მყინვარი დაიშალოს და ზღვის დონემ საგრძნობად მოიმატოს. ამის შესახებ გამოცემა BBC წერს.

საერთაშორისო კვლევითმა ჯგუფმა დაადგინა, რომ ტუეიტსის ყინულის შელფი, სავარაუდოდ, ხუთ წელიწადში ჩამოიშლება, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს ყინულის დესტაბილიზაციას დასავლეთ ანტარქტიდაში.

ტუეიტსის მყინვარი  დასავლეთ ანტარქტიდაში მდებარეობს. მას სახელი გლაციოლოგ ფრედრიკ ტუეიტის პატივსაცემად ეწოდა. იგი მეორენაირად განკითხვის დღის მყინვარის სახელითაც არის ცნობილი. მყინვარის ზედაპირის მოძრაობის სიჩქარე წელიწადში 2 კმ-ზე მეტია და იგი ყველაზე ფართო მყინვარია მსოფლიოში.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში მისი კლების მაჩვენებელი გაორმაგდა. მეცნიერები აცხადებენ, რომ მისი სრულად დნობა ზღვის დონის 0,6 მ-ზე მეტით მატებას გამოიწვევს. თუ ტუეიტი ჩამოიშლება, იგი დასავლეთ ანტარქტიდის ყინულის უმეტეს ნაწილს თან წაიყოლებს და მთელ კონტინენტს ფორმას შეუცვლის.

2018 წელს მყინვარის მონიტორინგისთვის Thwaites Glacier International Cooperation-ის პროექტი გაჩნდა შეიქმნა. მასში ჩართულია თითქმის 100 მეცნიერი, რომლებიც  ყინულის, მიმდებარე წყლებისა და სამომავლო ცვლილებების შესახებ მონაცემებს აგროვებენ და შეისწავლიან.

ცნობისთვის, გასული ექვსი თვე ანტარქტიდის ისტორიაში ყველაზე ცივი იყო. 

ამასთან, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დედამიწის ყველაზე ცივ კონტინენტზე ერთ დროს ხანძრებს ებრძოდნენ.

მეცნიერებმა ანტარქტიდის ყინულის ქვეშ დამალული ახალი ტბები აღმოაჩინეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system