თავში

ბეთჰოვენის დაუსრულებელ სიმფონიას ხელოვნური ინტელექტი დაასრულებს - VIDEO

​ბეთჰოვენის დაუსრულებელ სიმფონიას ხელოვნური ინტელექტი დაასრულებს
ბეთჰოვენის დაუსრულებელ სიმფონიას ხელოვნური ინტელექტი დაასრულებს - VIDEO

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის დაბადებიდან 250 წლის აღსანიშნავად, მუსიკოლოგებისა და პროგრამისტების ჯგუფმა კომპოზიტორის მე-10, დაუსრულებელი სიმფონიის ბოლომდე დაწერა გადაწყვიტეს. ამაში ისინი ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ.

როგორც ცნობილია, ბეთჰოვენმა მეცხრე და მეათე სიმფონიის წერა პარალელურად დაიწყო, თუმცა ამ უკანასკნელის დასრულება ვერ მოასწრო. 1827 წელს, როდესაც კომპოზიტორი გარდაიცვალა, მხოლოდ მონახაზი და მცირე ფრაგმენტები იყო დატანილი ფურცელზე.

ექსპერიმენტის მიზანი ბეთჰოვენისთვის დამახასიათებელი სტილის გათვალისწინება და ჯერ არშექმნილი მელოდიის ამოცნობაა. ჯგუფმა მუშაობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. როგორც მუსიკოსები ამბობენ, ხელოვნური ინტელექტის მიერ შემოთავაზებული ვერსიები თავდაპირველად მექანიკური ჟღერადობის იყო. რამდენიმე კვირის წინ მათ პირველი სავარაუდო მელოდია მიიღეს. პროექტის ხელმძღვანელი მატიას როდერი ექსპერიმენტს „იმედისმომცემს“ უწოდებს.

ჯგუფი სისტემატიურად უკრავს ბეთჰოვენის ნაწარმოებებს, რათა ხელოვნურმა ინტელექტმა მის ფაზებს შორის კავშირი და ჟღერადობის სტილი გამოარჩიოს. საბოლოო შედეგს 2020 წლის 28 აპრილს წარუდგენენ საზოგადოებას.

ბეთჰოვენის დაბადებიდან 250 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მსოფლიოში 16 დეკემბერს დაიწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system