თავში

ეგვიპტის უდაბნოში ახალი "ჭკვიანი" დედაქალაქი შენდება

ეგვიპტის უდაბნოში ახალი "ჭკვიანი" დედაქალაქი შენდება
ეგვიპტის უდაბნოში ახალი ჭკვიანი დედაქალაქი შენდება

ეგვიპტის ახალი "ჭკვიანი" ადმინისტრაციული დედაქალაქი მაღალი ტექნოლოგიებით იქნება უზრუნველყოფილი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

ახალი დედაქალაქი კაიროდან აღმოსავლეთით 45 კილომეტრში, უდაბნოში შენდება. ქალაქის ფართობია 700 კვადრატული მეტრი და  6,5 მილიონი ადამიანის ცხოვრებისთვის არის განკუთვნილი. სავარაუდოდ, იგი გ მიმდინარე წლის ბოლოს გაიხსნება.

ახალ ქალაქში მოსახლეობა გამოიყენებს ჭკვიან ბარათებსა და პროგრამებს კარების გასახსნელად და გადახდისთვის. ამასთან ქალაქი აღჭურვილი იქნება უფასო Wi-Fi-ით.

მობილური აპლიკაციის საშუალებით მოქალაქეს შეეძლება მართოს თავისი ცხოვრების ყველა საკითხი მობილური ტელეფონიდან. მოსახლეობისთვის შეიქმნება ერთი მობილური აპლიკაცია, რომლის დახმარებითაც მათ შეეძლებათ გადაიხადონ კომუნალური გადასახადები, შეატყობინონ საჩივრებისა და პრობლემების შესახებ სხვადასხვა უწყებებს.

თითოეულ ქუჩაზე, მინიმუმ 6 ათასი კამერის დახმარებით, ქალაქის ხელისუფლება დააკვირდება საცობებს, გამოავლენს ქურდობის შემთხვევებს და საგანგებო სიტუაციების დროს ავტომატურ სიგნალიზაციას ჩართავს.

მოწინავე ტექნოლოგიური სისტემები ხელს შეუწყობს ნარჩენების შემცირებას. 

მთავრობის შენობების უმეტესობა სწორედ ახალ ქალაქში განთავსდება, მათ შორის 29 სამინისტრო, მთავრობის შენობა და პარლამენტი. ქალაქში ასევე განლაგებული იქნება საელჩოები, ასევე სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები, პარკები და საცხოვრებელი დასახლებები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system