თავში

Google Maps-ზე ჩრდილოეთ კორეის საიდუმლო ციხე გამოჩნდა - PHOTO

Google Maps-ზე ჩრდილოეთ კორეის საიდუმლო ციხე გამოჩნდა - PHOTO
Google Maps-ზე ჩრდილოეთ კორეის საიდუმლო ციხე გამოჩნდა - PHOTO

მომხმარებლებმა Google Maps-ზე ჩრდილოეთ კორეის საიდუმლო ციხეა შენიშნეს, სადაც ექსპერტების აზრით, 15 ათასამდე პატიმარი ეტევა. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Daily Star წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რუკებზე კეჰჯონის საიდუმლო ციხეა გამოსახული. ჩრდილოეთ კორეაში ასეთ დაწესებულებებს „საკონცენტრაციო ბანაკებს“ უწოდებენ.

ციხე ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარეობს. „საკონცენტრაციო ბანაკის“ სიგრძე 40-50 კმ-ია, სიგანე კი დაახლოებით 30 კმ.

ამ დაწესებულებაში  სისხლის სამართლის დანაშაულისთვის მსჯავრდადებულები იმყოფებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system