თავში

იაპონიაში კორონავირუსის ამომცნობი პირბადე შეიქმნა

იაპონიაში კორონავირუსის ამომცნობი პირბადე შეიქმნა
იაპონიაში კორონავირუსის ამომცნობი პირბადე შეიქმნა

იაპონიაში, კიოტოს პრეფექტურის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ინოვაციური პირბადე შეიმუშავა, რომელიც კორონავირუსს ამოიცნობს. ამის შესახებ იაპონური საინფორმაციო სააგენტო Kyodo News წერს.

გამოცემის ცნობით, პირბადიდან კორონავირუსის იდენტიფიცირება ულტრაიისფერი შუქის დანათებით არის შესაძლებელი. 

უნივერსიტეტის პრეზიდენტი იასუჰირო ცუკამოტო იმედოვნებს, რომ პირბადე მომხმარებლებს შესთავაზებს მარტივ გზას იმის შესამოწმებლად, დაინფიცირდნენ თუ არა კორონავირუსით.

გავრცელებული ინფორმაციით, პირბადის დასამზადებლად  სირაქლემას კვერცხებისგან მიღებული ანტისხეულები გამოიყენება. კერძოდ, გასული წლის თებერვალში მეცნიერთა ჯგუფმა მდედრი სირაქლემა კორონავირუსით ხელოვნურად დააინფიცირა და მისი კვერცხებიდან ანტისხეულების ნიმუშები აიღო. შემდეგ გუნდა შეიმუშავა სპეციალური ფილტრი, რომელიც პირბადეშია მოთავსებული. ფილტრი ფლუორესცენტური საღებავით არის დაფარული, რომელიც სირაქლემას კვერცხიდან აღებულ ხეულებს შეიცავს. პირბადეზე კორონავირუსის არსებობის შემთხვევაში, ულტრაიისფერი განათების ქვეშ პირბადე მწვანედ ანათებს.

მეცნიერთა გუნდი ფართო წარმოების დასაწებად ნებართვას იაპონიის მთავრობისგან ელოდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system