თავში

ინსტაგრამის ახალი რეგულაცია ვიზუალური არტის წინააღმდეგ

ინსტაგრამის ახალი რეგულაცია ვიზუალური არტის წინააღმდეგ
ინსტაგრამის ახალი რეგულაცია ვიზუალური არტის წინააღმდეგ

სოციალურ ქსელებს შორის, ყველაზე მეტი ვიზუალური დატვირთვის მქონე Instagram-ის მომხმარებელთა ნაწილმა, უკვე აღმოაჩინა, რომ "ნიუსფიდში"  ფოტოების ნაწილი დაიბლოკა. ამის მიზეზი, დეზინფორმაციასთან ბრძოლის სტრატეგიის ფარგლებში ამოქმედებული, Instagram-ის ახალი რეგულაციაა. 

ვიზუალური არტისტებისთვის მტკივნეული რეგულაციის ძირითადი სამიზნე ფოტოშოფით დამუშავებული ნებისმიერი ვიზუალური მასალაა, რასაც მომხმარებელი შეცდომაში განზრახ შეჰყავს. მიზანი კეთილშობილურია, თუმცა ეს ცვლილება მომხმარებლის ერთი ნაწილისთვის პრობლემაა, რადგანაც სხვადასხვა პროგრამით დამუშავებული, ან სულაც მათი დახმარებით შექმნილი ფოტოები მხოლოდ ყალბი, პროპაგანდისტული კონტენტის გავრცელებას, არ ემსახურება.

ფოტოების და ფოტო-ამბების გაზიარების პოპულარული პლატფორმის წარმომადგენლებმა, ერთი წლის წინ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, Instagram-დან ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი გამოსახულებები მოიხსნებოდა.

რეგულაციების განხორციელებისთვის Instagram ფაქტების შემმოწმებელ პლატფორმებთან თანამშრომლობს, რომლებიც მასალის სრულად შესაწავლას ვერ/არ უზრუნველყოფენ და ნებისმიერ ვიზუალურ გარდაქმნას ყალბ ინფორმაციად აფიქსირებენ, რის გამოც ინსტაგრამი ბლოკავს ბლოგერების, ინფლუენსერების და ვიზუალური არტისტების პოსტებს. მომხმარებელთა ნაწილის აზრით ინსტაგრამის ეს გადაწყვეტილება ხელოვნებისთვის ზურგის შექცევაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system