თავში

იტალიის სოფელში საცხოვრებლად გადასვლისთვის 28 000-ს ევროს გადაგიხდიან

იტალიის სოფელში საცხოვრებლად გადასვლისთვის 28 000-ს ევროს გადაგიხდიან
იტალიის სოფელში საცხოვრებლად გადასვლისთვის 28 000-ს ევროს გადაგიხდიან

იტალიის, კალაბრიის რეგიონის ხელისუფლება მზადაა სოფელში საცხოვრებლად გადასვლის მსურველებს 28 000 ევრო გადაიხადოს. ხელისუფლება შიშობს, რომ უახლოეს მომავალში სოფლები შეიძლება "მოჩვენებებად" იქცნენ. ამის შესახებ გამოცემა CNN წერს.

საუბარია მთებსა და ზღვის მახლობლად მდებარე დასახლებებზე. ანაზღაურების მიმღები პირები ვალდებულნი არიან სოფლად მცირე ბიზნესის წამოიწყონ. 

მაქსიმუმ სამი წლის განმავლობაში, ადამიანები, რომლებიც ამ სოფლებში გადასახლდებიან, დაიწყებენ მცირე ბიზნესსა და გამოაცოცხლებენ მიძინებულ სოფლებს, 28 000 ევრომდე დაფინანსებას მიიღებენ.

აპლიკანტი აუცილებლად უნდა დაფუძნდეს ამ სოფლებში და ამასთან არ უნდა იყოს 40 წელზე უფროსი ასაკის.

ადგილობრივი ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ეს ღონისძიება რეგიონში ახალგაზრდებს და მეწარმეებს მოიზიდავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system