თავში

მოდელმა კაცს ჯერ 250 ათასიანი ბეჭედი გამოართვა, შემდეგ კი ცოლობაზე უარი უთხრა - PHOTO

მოდელმა კაცს ჯერ 250 ათასიანი ბეჭედი გამოართვა, შემდეგ კი ცოლობაზე უარი უთხრა - PHOTO
მოდელმა კაცს ჯერ 250 ათასიანი ბეჭედი გამოართვა, შემდეგ კი ცოლობაზე უარი უთხრა - PHOTO

ცნობილმა მოდელმა ამანდა კრონინმა თაყვანისმცემელს 250 ათას ფუნტი სტერლინგის ღირებულების ბეჭედი გამოართვა, რის შემდეგაც მას ცოლობაზე უარი უთხრა.

როგორც The Sun-ი წერს, ლონდონელი მოდელის თქმით, ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროში კაცი გაიცნო, რომელმაც მობილურის ნომერი დაუტოვა, შემდეგ კი სასიყვარულო წერილების წერა დაიწყო. მალე მოდელმა გაარკვია, რომ ეს კაცი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნება იყო და რომ მას ცოლი ჰყავდა.

"ვუთხარი, რომ არ შემეძლო მასთან შეხვედრა. მან კი მიპასუხა, რომ განქორწინებისთვის მზადება უკვე დაიწყო და ხელიც შემომთავაზა", - თქვა ამანდა კრონინმა. 

მოდელის თქმით, გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი ერთმანეთს ლონდონში შეხვდნენ, თაყვანისმცემელმა მას ისევ სთხოვა ხელი და 250 ათასი ფუნტის ღირებულების ბეჭედი მისცა.

"ეს ყველაფერი იმდენად უცნაური იყო, რომ ისევ უარი ვუთხარი და ბეჭდის დაბრუნება მინდოდა. თუმცა მან მითხრა, რომ ბედნიერი იქნებოდა, თუ ბეჭედს დავიტოვებდი", - აღნიშნა მოდელმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system