თავში

პოსტკოვიდ სინდრომი ყოველ მეორე ინფიცირებულს აქვს

პოსტკოვიდ სინდრომი ყოველ მეორე ინფიცირებულს აქვს
პოსტკოვიდ სინდრომი ყოველ მეორე ინფიცირებულს აქვს

კორონავირუსული ინფექციით დიაგნოზირებული 236 მილიონი ადამიანის ნახევარზე მეტს  პოსტკოვიდური სინდრომი განუვითარდა. ავსტრალიელი და ამერიკელი მეცნიერების მიერ მომზადებულ კვლევას სამეცნიერო გამოცემა JAMA Network Open ავრცელებს. 

პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებმა და ავსტრალიელმა კოლეგებმა 57 კვლევა გააანალიზეს, რომელიც 250,000-ზე მეტი პაციენტის შესახებ ინფორმაციას შეიცავს, როგორც მოზრდილებზე, ასევე ბავშვებზე.

მეცნიერებმა გააანალიზეს პაციენტების ჯანმრთელობა COVID -19-ისგან გამოჯანმრთელების ერთი თვის შემდეგ, 2-5 თვის განმავლობაში და 6 თვის შემდეგ.

როგორც აღმოჩნდა, ბევრ პაციენტს აღენიშნებოდა სიმპტომები, რომელიც დაკავშირებულია კორონავირუსულ ინფექციასთან. 

საერთო ჯამში, კვლევით დადგინდა, რომ COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულ ყოველ მეორე ადამიანს  პოსტკოვიდური სინდრომი განუვითარდა. ამასთან, მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში პოსტკოვიდური სინდრომის გავრცელება იყო 54,6 პროცენტი, დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში-56 პროცენტი.

პოსტკოვიდური სინდრომის სიმპტომებს გაეცანით აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system