თავში

როგორ ამოვიცნოთ პოსტკოვიდური სიმპტომი - ჯანმო-ს განმარტება

როგორ ამოვიცნოთ პოსტკოვიდური სიმპტომი - ჯანმო-ს განმარტება
როგორ ამოვიცნოთ პოსტკოვიდური სიმპტომი - ჯანმო-ს განმარტება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პოსტკოვიდურ სიმპტომს ოფიციალურად მიანიჭა განმარტება. შესაბამის განცხადებას ჯანმო-ს პრესსამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოსტკოვიდური სიმპტომი ყოველ მეოთხე ინფიცირებულს ემართება.  

გრძელვადიანი COVID განმარტება ჩამოყალიბდა სხვადასხვა ქვეყნიდან რამდენიმე ასეული ადამიანის გამოკითხვის პასუხების გაანალიზების შემდეგ.

ჯანმო აღნიშნავს, რომ პოსტკოვიდური მდგომარეობა ძირითადად იმ პაციენტებს ახასიათებთ, რომლებსაც SARSCoV-2-ის  შედარებით მძიმე ფორმა ჰქონდათ. მისი სიმპტომები ჩვეულებრივ  დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ნარჩუნდება.

პოსტკოვიდური სიმპტომები მოიცავს კოგნიტურ დაქვეითებას, ქოშინს, სუნთქვის გართულებას და დაღლილობას. სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს როგორც COVID-19–ისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, ასევე ავადმყოფობის დროს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system