თავში

რატომ ექცევა ბავშვი სასტიკად ცხოველს? - ფსიქოლოგის განმარტება

რატომ ექცევა ბავშვი სასტიკად ცხოველს? - ფსიქოლოგის განმარტება
რატომ ექცევა ბავშვი სასტიკად ცხოველს? - ფსიქოლოგის განმარტება

 "ერის დიდებულება და მორალური პროგრესი განისაზღვრება იმით, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ამ ერს ცხოველების მიმართ" - ამბობდა მაჰათმა განდი. 

პითაგორა კი თვლიდა, რომ ის, ვინც მშვიდად და აუღელვებლად კლავს ცხოველს, მას არც ადამიანის მოკვლა გაუჭირდება...

სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ბავშვების მხრიდან ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობას ვაწყდებით. ბავშვთა ფსიქოლოგმა ნათია ახობაძემ, სპეციალურად ფეისბუქ ჯგუფ ,,ფეთ-ფეთი-სთვის" მოამზადა ძალიან საინტერესო ინფორმაცია და რეკომენდაციები მშობლებისთვის.

დავსვათ კითხვა: შეიძლება თუ არა ბავშვის სასტიკი მოპყრობა ცხოველების მიმართ ჩაითვალოს ნორმად? პასუხია - არა. ეს არის ქცევა, რომელიც აუცილებლად საჭიროებს ყურადღებას მშობლების მხრიდან.

რით შეიძლება იყოს განპირობებული ბავშვის ამგვარი დამოკიდებულება ცხოველების მიმართ და რა დგას მის უკან?

ეს შეიძლება იყოს უბრალოდ ბავშვის ცნობისმოყვარეობა, ერთგვარი ექსპერიმენტატული ქცევა და ეს ნორმალურია 1-6 წლის ასაკში. პატარა ბავშვს არ ესმის, რომ მისი საყვარელი ცხოველი არ არის სათამაშო.

ბავშვის უდიერ დამოკიდებულებას ცხოველების მიმართ შეიძლება ადგილი ჰქონდეს, როცა ამ ყველაფერს ხედავს საკუთარი მშობლებისგან. ასეთ შემთხვევაში რაც არ უნდა უთხრას მშობელმა ბავშვს, ის მაინც იმას გააკეთებს, რასაც ხედავს.

ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში არის, როცა ბავშვს სახლში სჯიან ფუზიკურად. ეს ხდება მისთვის სხვებთან ურთიერთობის ქცევითი ნორმა ან შეიძლება, ამას აკეთებდეს დასჯის შედეგად დაგროვილი ნეგატიური ემოციისგან დასაცლელად მასზე გაცილებით სუსტ არსებებთან.

ბავშვი შეიძლება სასტიკად ეპყრობოდეს ცხოველს, როცა მსგავსი ქცევის წახალისება ხდება უფროსების მხრიდან და მათთვის ამგვარი ქცევა ცხოველების მიმართ ნორმალურია. ბავშვები არ იბადებიან სასტიკები და აგრესიულები. მშობლებზეა დამოკიდებული გახდებიან თუ არა ისინი სასტიკები. სასტიკი ვერ იქნება ადამიანი, რომელიც გარშემორტყმულია ზრუნვით და სიყვარულით.

რა უნდა გავაკეთოთ თუ ბავშვში შეინიშნება მსგავსი ქცევა?

თუ ბავშვი პატარაა და ამას აკეთებს ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, ასეთ შემთხვევაში მშობელმა ბავშვს უნდა დაუკმაყოფილოს ცნობისმოყვარეობა სხვა გზებით - დაუხატოს ცხოველი და აუხსნას რა ორგანოები აქვს მუცლის ღრუში, თავის ქალაში ან ნახატებით გააკეთოს იგივე. მშობელმა უნდა უთხრას, რომ ის ისეთივე ცოცხალი არსებაა, როგორც ჩვენ და მასაც ტკივა, მასაც აქვს გრძნობები, ეშინია... და ბავშვის ქცევას მისცეს შესაბამისი მიმართულება.

მშობელმა თავისი ქცევით შვილს უნდა მისცეს მაგალითი - ცხოველებზე ზრუნვით და სიყვარულით.

მშობელმა ბავშვთან მიმართებაში უნდა გამორიცხოს ფიზიკური დასჯა და ბავშვის მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება. ეს საშუალებას მისცემს მათ სხვებს მოექცეს და მათ შორის ცხოველებსაც ზრუნვით და პატივისცემით.

თუ ბავშვი მსგავს სცენას წააწყდება სახლს გარეთ განუმარტეთ, რომ ეს არ არის ნორმალური, გამოიჩინეთ ინიციატივა და ჩაერიეთ პრიცესში.

ჩემს პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როცა მშობელმა მომმართა მსგავსი პრობლემით და მათი გადასამიმართება მომიწია ბავშვთა ფსიქიატრთან. როცა ეს პრობლემა მსუბუქია, ძირითადად მშობლები ამაზე არ ამახვილებენ ყურადღებას და შესაბამისად არც მიმართავენ სპეციალისტს. მინდა განვმარტო, რა კავშირია ბავშვობაში ამგვარ ქცევასა და მომავალი პიროვნების ფორმირებაში.

კვლევებმა აჩვენეს, რომ სერიული მკვლელების, სექსუალური და ქცევის სხვა ტიპის დარღვევების 60%-ზე მეტ შემთხვევებში, აღინიშნებოდა ბავშვობაში ცხოველებზე სასტიკი მოპყრობა. ასე რომ, ეს არის საკითხი, რომელიც აუცილებლად საჭიროებს ყურადღებას, დაფიქრებას და ჩარევას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system