თავში

თურქეთის სიდიდით მეორე ტბა დაშრა

თურქეთის სიდიდით მეორე ტბა დაშრა
თურქეთის სიდიდით მეორე ტბა დაშრა

თურქეთში, ქვეყნის სიდიდით მეორე ტბა ტუზი მთლიანად დაშრა. ამის შესახებ გამოცემა phys.org იუწყება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ტბის საერთო ფართობი 1665 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა.

ტბის გაქრობის მთავარ მიზეზად კლიმატის ცვლილებები და საზიანო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა სახელდება, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გრძელდება და მიწისქვეშა წყლების მარაგი ამოწურა.

ექსპერტების დასკვნები იმაზეც მიუთითებს, რომ წელს ტბა მთლიანად დაშრა ტემპერატურის მომატების, გაზრდილი აორთქლებისა და წვიმის ნაკლებობის გამო. მათ ასევე აღმოაჩინეს, რომ მიწისქვეშა წყლების დონემ ტუზის ტბის ირგვლივ მკვეთრად იკლო. 

ტუზის ტბაზე მომხდარს შეიძლება  ეკო კატასტროფა ეწოდოს, ვინაიდან წყალსაცავის  ფსკერზე ასობით მკვდარი ფლამინგოს იპოვეს. 

აღსანიშნავია, რომ თურქეთის მასშტაბით კიდევ რამდენიმე ტბაც დაშრა. კლიმატის ექსპერტების აზრით, მთელი ხმელთაშუა ზღვის აუზი, თურქეთის ჩათვლით, განსაკუთრებით მძიმე გვალვისა და გაუდაბნოების საფრთხის წინაშეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system