თავში

პრეზიდენტის სასახლეში მიღება გაიმართა

პრეზიდენტის სასახლეში მიღება გაიმართა
პრეზიდენტის სასახლეში მიღება გაიმართა

კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილმა მიღება გამართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი წევრები.

მოწვეულ სტუმრებს საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ და კონსტიტუციონალისტმა ავთანდილ დემეტრაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტის სასახლეში გამოფენილი საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები დაათვალიერა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 1921 და 1995 წლების კონსტიტუციის დედნები, აგრეთვე, თემასთან დაკავშირებული ისტორიულ დოკუმენტები და ფოტომასალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system