თავში

შუახეველ ასიე მახარაძეს 100 წლის იუბილე მიულოცეს - PHOTO

შუახეველ ასიე მახარაძეს 100 წლის იუბილე მიულოცეს - PHOTO
შუახეველ ასიე მახარაძეს 100 წლის იუბილე მიულოცეს - PHOTO

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში მცხოვრებ ასიე მახარაძეს 100 წელი შეუსრულდა. საუკუნის ქალბატონს იუბილე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ზაალ მიქელაძესთან და შუახევის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ასიე მახარაძე სოფელ ფურტიოში დაიბადა. თავისი ბედი სოფლად მცხოვრებ მემედ მახარაძეს დაუკავშირა და ტკბილი ოჯახი შექმნეს. ადრეულ ასაკში ბებიაქალობა ისწავლა .მის ხელში 600-მდე ახალი სიცოცხლე გაჩნდა. ამაყობს, რომ მისი დახმარებით გაჩენილი ყველა ბავშვი ჯანმრთელი და უვნებელი იყო.

ასიე მახარაძე 8 შვილის დედაა, ჰყავს 20 შვილიშვილი და 47 შვილთაშვილი. დაჯილდოვებულია სხვადასხვა სიგელებით, ორდენებით. იყო ომისა და შრომის ვეტერანი, ზალმეთის თემის დეპუტატი.

უხუცეს ქალბატონს „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ პროგრამის ფარგლებით გათვალისწინებული 1000 ლარი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.

შუახევში 100 წელს გადაცილებული 5 მოქალაქე ცხოვრობს, 7 უხუცესს 100 წელი მიმდინარე წლის განმავლობაში შეუსრულდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system