თავში

1 ივლისიდან პენსია 30 ლარით გაიზრდება

1 ივლისიდან პენსია 30 ლარით გაიზრდება
1 ივლისიდან პენსია 30 ლარით გაიზრდება

პირველი ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერებისათვის პენსია 30 ლარით გაიზრდება. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ გააკეთა. 

"მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, ჩვენ ძალაში ვტოვებთ დანაპირებს, რომ 30 ლარით გაიზრდება პირველი ივლისიდან პენსიები 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის და იქნება 250 ლარი, მიუხედავდ იმისა, რომ ყოველდღიურად იგრძნობა ბიუჯეტში დანაკლისები. ეს არის მნიშვნელოვანი და ჩვენ უკვე ჩადებული გვქონდა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, როდესაც ჩვენ ის დავამტკიცეთ და ეს დანაპირები ძალაში რჩება",- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისივე განცხადებით, პარლამენტში უახლოეს დღეებში დაიწყება კანონპროექტის განხილვა, რომელიც ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის მომავალი წლის პირველი იანვრიდან პენსიების ზრდას და ინდექსაციას ითვალისწინებს.

„პარლამენტში უახლოეს დღეებში დაიწყება კანონპროექტის განხილვა, რომელიც ითვალისწინებს პენსიების ზრდას მომავალი წლის პირველი იანვრიდან და ინდექსაციას. ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის პენსია გაიზრდება ინფლაციის მაჩვენებლით, ხოლო 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის ასევე დაემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80 პროცენტი. ეს იმას ნიშნავს, რომ ფასების ზრდა გავლენას ვერ მოახდენს პენსიის რეალურ მოცულობაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქაც არის ჩადებული გარკვეული მოცულობები, არანაკლებ 20 ლარისა და არანაკლებ 25 ლარისა ზრდის კუთხით.

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ჩატარებული გვაქვს უმნიშვნელოვანესი, ფუნდამენტური რეფორმა საპენსიო ფონდის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ეს არის მნიშვნელოვანი ფინანსური რეფორმა და ერთ-ერთი ქვაკუთხედი ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის“,-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system