თავში

1 ივლისისთვის ყველა შეზღუდვა მოიხსნება

1 ივლისისთვის ყველა შეზღუდვა მოიხსნება
1 ივლისისთვის ყველა შეზღუდვა მოიხსნება

თუკი, გაუთვალისწინებელი რამ არ მოხდება, პირველი ივლისისთვის ყველა სახის შეზღუდვა მოხსნილი იქნება, - ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი თქმით მათ შორის მოიხსნება შეზღუდვა, რომელიც მგზავრის წინ დასმას და მანქანით 3 პირზე მეტის გადაადგილებას კრძალავს. 

„ 22 მაისიდან არ მოიხსნება ყველა შეზღუდვა,  თუმცა, ყველა შეზღუდვა თანდათანობით უნდა მოიხსნას. დაახლოებით, ერთი თვის წინ შედგა მთავრობის მიერ გეგმა. იმედი გვაქვს, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, პირველი ივლისისთვის უკვე საბოლოოდ მოიხსნება ყველა შეზღუდვა გარდა პირბადისა... ცოტა დაგვრჩა გასაძლები, საუბარია, მაქსიმუმ 2-თვიან პერიოდზე, როცა უკვე ყველა შეზღუდვა მოიხსნება, თუმცა, მანამდეც თანმიმდევრულად მოიხსნება ყველა შეზღუდვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system