თავში

10 000-მდე მოქალაქის სიცოცხლეს გადავარჩენთ - კულუმბეგოვი

10 000-მდე მოქალაქის სიცოცხლეს გადავარჩენთ - კულუმბეგოვი
10 000-მდე მოქალაქის სიცოცხლეს გადავარჩენთ - კულუმბეგოვი

თუ ვინმეს სჭირდება შეხსენება სპეციალისტებისგან, რას მოგვიტანს მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაცია, ეს ნიშნავს, რომ შემდგომი თვეების განმავლობაში ჩვენ 10 000-მდე მოქალაქის სიცოცხლეს გადავარჩენთ, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაციის გარეშე ეს ტალღები დაუსრულებელი იქნება და ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს.

„ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არსებობს რაიმე სხვა საქმე, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას? მეტი გამოსავალი ჩვენ ამ დაუსრულებელი პანდემიის ტალღების პირობებში არ გვაქვს. თუ ვაქცინაციის გარეშე ასე გავყვებით, ეს ტალღები დაუსრულებელი იქნება და შემდგომი 1 წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლეს დავკარგავთ“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system