თავში

1000-მდე პატრულ-ინსპექტორი ახალ წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შეხვდა

1000-მდე პატრულ-ინსპექტორი ახალ წელს სამსახურებრივი მოვალეობის
1000-მდე პატრულ-ინსპექტორი ახალ წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შეხვდა

საქართველოს მასშტაბით 1000-მდე პატრულ-ინსპექტორი ახალ წელს მოვალეობის შესრულების დროს შეხვდა. ისინი მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში პატრულირებდნენ, იცავდნენ მართლწესრიგსა და უზრუნველყოფდნენ სატრანსპორტო ნაკადის უსაფრთხოდ გადაადგილებას. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე, დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სახაზო ასეულის იმ თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც ახალი წლის ღამეს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. 

მან პატრულ-ინსპექტორებს შობა-ახალი წელი მიულოცა, 2019 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და მათზე დაკისრებული მოვალეობების ღირსეულად შესრულება უსურვა.

ვაჟა სირაძესთან ერთად იმყოფებოდნენ მისი მოადგილეები და საპატრულო პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system