თავში

12-13 ოქტომბერს მზიურში "მწვანე ფესტივალი" გაიმართბა

12-13 ოქტომბერს მზიურში "მწვანე ფესტივალი" გაიმართბა
12-13 ოქტომბერს მზიურში მწვანე ფესტივალი გაიმართბა

ახალ „მზიურში" 12 და 13 ოქტომბერს „მწვანე ფესტივალი" (Green Fest) გაიმართება, რომელზეც საქართველოში არსებულ ისეთ აქტუალურ პრობლემებს განიხილავენ, როგორიცაა პარკების დეფიციტი, სატრანსპორტო საცობები, ტყვიის შემცველობა ჰაერში, წყალდიდობის რისკი და სხვა.

ღონისძიების პირველ დღეს ფესტივალის სტუმრებს როგორც საგანმანათლებლო, ისე გასართობი პროგრამა ელოდებათ. ფესტივალს ე.წ. ფრი–მარკეტი გახსნის, რომლის დროსაც ადამიანები ერთმანეთს ნივთებს გაუცვლიან.

ფესტივალი გაგრძელდება პანელ-დისკუსიით „მწვანე პოლიტიკის არსი: ეკოლოგია, ფემინიზმი, ქვიარ საკითხები და სოციალური სამართლიანობა", რომელსაც ჩაატარებენ ბიოლოგი და ეკოლოგი მანანა ქოჩლაძე, ფემინისტი და აქტივისტი ალა პარუნოვა და ჟურნალისტი მათე გაბიცინაშვილი. ლექციას თემაზე „რატომ არის მწვანე პოლიტიკა მემარცხენე?" ჩაატარებს კულტუროლოგი, პროფესორი გიორგი მაისურაძე.

მეორე დღეს ფესტივალზე განიხილავენ გარემოს პრობლემებს. დისკუსიაზე „გარემოსდაცვითი ბრძოლა ადგილობრივ კონტექსტში" გამოვლენ არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონული განვითარების კახეთის ფონდის" წარმომადგენლები ლუიზა მუთოშვილი და პროფესორი თამთა მიქელაძე. მოსახლეობას ჰაერში მავნე ნივთიერებების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. 

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა პრეზენტაცია და მასტერ-კლასი. იქნება მუსიკა და ზაზა ხალვაშის ფილმ „ნამეს" ჩვენება. ფესტივალი 14:00-დან 22:30 საათამდე იმუშავებს. დასწრება თავისუფალია.

ფესტივალის „ახალგაზრდა მწვანეების" ორგანიზებითა და "ჰეინრიხ ბიოლის ფონდის" მხარდაჭერით იმართება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system