თავში

12 დღის ჩვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

12 დღის ჩვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
12 დღის ჩვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისში, 12 დღის ჩვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა ,,ბომონდი" ავრცელებს. ექიმების შეფასებით, ჩვილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

,,კოვიდცენტრში დადასტურებული ინფექციით სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საცხოვრებელი ბინიდან შეიყვანა 12 დღის ჩვილი. მისი დაინფიცირება, სავარაუდოდ, დედას უკავშირდება. ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე საშუალო სიმძიმისაა", - აცხადებენ კლინიკაში.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 697 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 93 092 -მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 853 ადამიანი.

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 2 409 პაციენტი და საერთო რაოდენობა 73 877-ს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system