თავში

12 რჩევა იმუნიტეტის გასაძლიერებლად - ზაზა თელიას რეკომენდაციები

12 რჩევა იმუნიტეტის გასაძლიერებლად - ზაზა თელიას რეკომენდაციები
12 რჩევა იმუნიტეტის გასაძლიერებლად - ზაზა თელიას რეკომენდაციები

ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას იმუნიტეტის გასაძლიერებლად საჭირო და სასარგებლო რჩევებს აძლევს:

"საზოგადოებაში სამწუხაროდ გავრცელებულია მითი იმის თაობაზე, რომ ვიტამინები ან მულტივიტამინები აძლიერებს იმუნიტეტს.

ასევე, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდია ვიტამინების მიღების აგიტაციას ახდენენ ექიმები, თუმცა ამის სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს.

იმუნური სისტემის "გასაძლიერებლად" ადამიანები რეგულარულად იღებენ ამ ტიპის დანამატებს, ასევე ასმევენ ბავშვებს და ოჯახის წევრებს.

სამეცნიერო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ვიტამინების მიღება დანამატის სახით რაიმე სახის სარგებელს აძლევს ადამიანს არ არსებობს და მეტიც, თუ ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის ორგანიზმში რომელიმე კონკრეტული მიკროელემენტის ნაკლებობა, მისი დანამატის სახით მიღება არ არის რეკომენდებული და პოტენციურად შესაძლოა სახიფათო იყოს იმის გამო რომ ჰიპერვიტამინოზით (ვიტამინის ორგანიზმში ნორმაზე მეტად მომატება) ადამიანს დაემართოს ტოქსიკოზი ან სხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემები.ასევე მულტივიტამინების მიღებით არ ხდება ორგანიზმის დაცვა ვირუსებისგან ან სხვა ინფექციებისგან. 

როდესაც ჩვენი იმუნური სისტემა ძლიერია და სწორად მუშაობს, მას აქვს უკეთესი შესაძლებლობა ებრძოლოს და "დაამარცხოს" გაციება და სხვა რიგი ინფექციები.

12 რჩევა იმისათვის, რომ იმუნური სისტემა იყოს ძლიერი:

1. ჭამე ხილი და ბოსტნეული - სხვადასხვა ფერები;

2. თავი დაანებე მოწევას;

3. დაკავდი სექსით ხშირად;

4. იყავი პოზიტიურად განწყობილი;

5. ხშირად დაიბანე ხელები და სახე;

6. ივარჯიშე სისტემატიურად, ხშირად;

7. ჩამოაყალიბე შენი სოციალური ქსელი;

8. გაიცინე ხშირად;

9. შეზღუდე ჭარბი ალკოჰოლის მიღება;

10. გქონდეს კარგი ძილი - მინიმუმ 6 საათი;

11. სკეპტიკურად იყავი განწყობილი მცენარეული და საკვები დანამატების მიმართ, მათი მიღება არ არის რეკომენდირებული და პოტენციურად სახიფათოა;

12. კარგია შინაურ ცხოველებთან კონტაქტი - აუცილებელია ისინი იყვნენ აცრილები სხვადასხვა ინფექციების მიმართ", - წერს ზაზა თელია სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system