თავში

120 ინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულია

120 ინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულია
120 ინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულია

კორონავირუსით ინფიცირებული 120 პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

სიჭინავას თქმით, ქვეყანაში 521 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება

"მძიმე პაციენტი არის 521, მათ შორის თბილისში მკურნალობის კურსს გადის 267, აჭარის რეგიონში 73, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 120 პირი, მათგან თბილისში 67 პირი, ხოლო აჭარის რეგიონში 23"- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1,731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 33 858-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 2,197 პაციენტი და საერთო რაოდენობა 14 829-ს შეადგენს. კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად, ბოლო 24 საათში, კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა. სულ, ქვეყანაში, კორონავირუსით გარდაცვლილია 253 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system