თავში

144 დღე ეძინა ვირუსს მის ორგანიზმში - ბიძინა კულუმბეგოვი პაციენტის უჩვეულო ისტორიაზე საუბრობს

144 დღე ეძინა ვირუსს მის ორგანიზმში - ბიძინა კულუმბეგოვი პაციენტის უჩვეულო ისტორიაზე საუბრობს
144 დღე ეძინა ვირუსს მის ორგანიზმში - ბიძინა კულუმბეგოვი პაციენტის უჩვეულო ისტორიაზე საუბრობს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ მსოფლიოში რეინფიცირების შემთხვევბი არც ისე ცოტაა. 

ამასთან, იმუნოლოგი რეინფიცირებისა და რეაქტივაციის შემთხვევებზე საუბრობს და განმარტავს, რომ ხშირად ჩვენ არ ვიცით კონკრეტული შემთხვევა რეინფიცირებაა თუ ვირუსის ხელახალი აქტივაცია. 

"ზოგადად, კვლავ განმეორებითი PCR პოზიტიური პაციენტების რაოდენობა მთლად მცირე არ არის. დაახლოებით 0.1%-ია მთლიანად დაავადებული ადამიანების, უხეშად ასე ითვლიან. სტანდარტი, რომ ვთქვათ ეს არის რეინფიცირება თუ რეაქტივაცია, ამისთვის არსებობს ასეთი სტანდარტი - პირველი ინფექციიდან მეორემდე გასული უნდა იყოს მინიმუმ 3-თვიანი პერიოდი და აუცილებლად, ორივე შემთხვევაში გენომური სეკვენირების გზით დადგენილი უნდა იყოს, რომ ეს არის განსხვავებული ვარიანტები და არა ერთი და იგივე ვირუსი.

რამდენიმე დღის წინ, ჟურნალმა  NATURE-მ გამოაქვეყნა პაციენტის ისტორია, რომელიც ძალიან საინტერესოდ გამოიყურება. პაციენტი კვლავ ავად გახდა, პირველი დაავდებიდან 144 დღის შემდგომ პოზიტიური პასუხი ჰქონდა PCR-ის და გენომური სეკვენირებით აღმოჩნდა, რომ ორივე იყო ერთი და იგივე ვირუსი. მის ორგანიზმში პერსისტირდა ინფექცია, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არ იყო რეინფიცირება, არამედ 144 დღე ეძინა ვირუსს მის ორგანიზმში, ის იყო იმუნოსუპრესიული ადამიანი, სხვა დაავადების გამო ის იღებდა პრეპარატებს, რომელიც არ აძლევდა ორგანიზმს საშუალებას, რომ ვირუსი გამოედევნა“ - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system