თავში

15 დეკემბერს წყალმომარაგება შეიზღუდება

15 დეკემბერს წყალმომარაგება შეიზღუდება
15 დეკემბერს წყალმომარაგება შეიზღუდება

ხვალ, 15 დეკემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის ქ. N1-თან წყალსადენის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 15 დეკემბერს, დღის 11:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისანის რაიონში:

ა. ლაისტის, ა. ჯავადის, უორდროპის, მ. ბაჟანის, გ. აფშინაშვილის, მ. აბრამიშვილის ქუჩებს, „ორთაჭალის ტურფას“, საცურაო აუზს „ოლიმპიკს“.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system