თავში

15 დეკემბრის ჩათვლით მოძრაობა ორმხრივად ჩაიკეტება - თბილისის მერია

15 დეკემბრის ჩათვლით მოძრაობა ორმხრივად ჩაიკეტება - თბილისის მერია
15 დეკემბრის ჩათვლით მოძრაობა ორმხრივად ჩაიკეტება - თბილისის მერია

25 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით, ორთაჭალის ქუჩის შუა ნაწილი ორმხრივად ჩაიკეტება. თბილისის მერია მიზეზად საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ასახელებს.

"სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ქუჩაზე კრწანისის რაიონის გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაასრულა. ამ ეტაპზე კი, იწყებს საჰაერო კომუნიკაციების მიწისქვეშ ჩატანისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაც გულისხმობს ასფალტის ახალი საფარის დაგებას, გზის გაფართოებასა და ტროტუარების მოწესრიგებას.

აღნიშნული სამუშაოების გამო, აუცილებელია სამანქანო გზის ორმხრივი მოძრაობის აკრძალვა, რის გამოც 25 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით, ორთაჭალის ქუჩის შუა ნაწილი - N90-დან N100-მდე, ორმხრივად ჩაიკეტება. ამასთან, შეიცვლება N57 და N80 ავტობუსების სამოძრაო სქემაც. ისინი ორთაჭალის ქუჩა N90-მდე მივლენ. დედაქალაქის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო" - ნათქვამია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system