
რიგითმა მოქალაქეებმა ინფექციური საავადმყოფოს ექიმებს, მადლიერების ნიშნად "კაკო პაპას ბაღიდან" 1500 ტიტა გაუგზავნეს.
ტიტები "ინფექციურის", "რესპუბლიკურის", "პირველი საუნივერსიტეტო კლინიკისა" და "ბოჭორიშვილის" ექიმებს გადაეცათ.
შეგახსენებთ, კაკო ჯეირანაშვილის ტიტების ბაღის გადასარჩენად, რომელიც კორონავირუსის გამო ყვავილებს ვეღარ ყიდდა არაერთი ჯგუფი შეიქმნა. მოქალაქეებმა მისგან დასაჭკნობად განწირული ტიტები შეიძინეს.
ანტონ თათვიძე
ავტორი