თავში

პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე 16 პირი დააკავა

პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე 16 პირი დააკავა
პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე 16 პირი დააკავა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა 16 პირი დააკავეს. ამის შესახებ report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის არიან დაკავებული.

დაკავებულთა შორის არიან, პარტია ,,ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე და საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” წევრები ირაკლი კუპრაძე და გიორგი ბუნტური.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system