თავში

16 წელი მიუსაჯეს იმისთვის რაც არ ჩაუდენია - სარიშვილი შაქარაშვილის საქმეზე

16 წელი მიუსაჯეს იმისთვის რაც არ ჩაუდენია - სარიშვილი შაქარაშვილის
16 წელი მიუსაჯეს იმისთვის რაც არ ჩაუდენია - სარიშვილი შაქარაშვილის საქმეზე

ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც სარიშვილი აღნიშნავს, უდანაშაულოს დასჯა უფრო დიდი ბოროტებაა ვიდრე დამნაშავის დაუსჯელობა.

"არანაირი დაკმაყოფილების გრძნობა არ მქონია გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესით – საერთოდ არანაირი.

თუ არ ჩავთვლით იმას, რომ უბედური შემთხვევით დაკვალიფიცირების მცდელობა ჟურნალისტების აქტიურობის შედეგად ჩაიშალა და დადგინდა მკვლელობა, მეტი არაფერი ამ პროცესზე ჩემთვის არ გარკვეულა. არათუ არ გარკვეულა, პირიქით, საშინლად დამძიმებული ვარ იმის ფიქრით რომ მისჯილებიდან რომელიმე, თუ რამდენიმე არა, არ არის მკვლელი ან მკვლელობის თანამონაწილე და წარმოდგენაც კი მიჭირს, რას განიცდის ასეთი მძიმე ბრალდებით უსამართლოდ მისჯილი ან მისი ოჯახი.

ჩუმად არიან და ამიტომ ეტენებათო – არ არის ჩუმად ნიკოლოზ რევაზიშვილი – ამბობს რაც იცის და არც არავის დანაშაულს საკუთარ თავზე არ იღებს. 16 წელი მიუსაჯეს იმისთვის რაც არ ჩაუდენია, ხელი დააფარეს ნამდვილ დამნაშავეებს, რითაც უზომოდ კმაყოფილი ჩანს გიორგი შაქარაშვილის ბიძა მაგრამ არა მე ან ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც სიმართლის დადგენა უნდა და რომელსაც უსამართლობის გრძნობა გულს და ტვინს უღრღნის, თუნდაც ეს მას არ ეხებოდეს.

კარგია რომ მკვლელობას არ დაერქვა ხიდიდან გადავარდნა – სიმართლის გარკვევა ყოველთვის კარგია, მაგრამ ვერასდროს ვერავინ გადამარწმუნებს რომ უდანაშაულოს დასჯა უფრო დიდი ბოროტებაა ვიდრე დამნაშავის დაუსჯელობა.

ასე ვფიქრობ და სხვანაირად არ შემიძლია", - წერს ირინა სარიშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system