თავში

19 წლის გოგოს გარდაცვალების საკითხს რეგულირების სააგენტო შეისწავლის

19 წლის გოგოს გარდაცვალების საკითხს რეგულირების სააგენტო შეისწავლის
19 წლის გოგოს გარდაცვალების საკითხს რეგულირების სააგენტო შეისწავლის

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კორონავირუსით 19 წლის პაციენტის გარდაცვალების საქმეს სპეციალური ჯგუფი შეისწავლის.

თამარ გაბუნიამ სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილი გოგონას ოჯახს.

„ძალიან სამწუხარო ფაქტია და მინდა, თანგრძნობა გამოვხატო ოჯახის მიმართ. ნამდვილად ძალიან შემაშფოთებელია ეს ამბავი. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრომ დილიდან დაიწყო სრულიად მოკვლევა იმ ყველა ეტაპის, რა ეტაპიც გაიარა პაციენტმა. ყველა ეტაპზე მოხდება დეტალური ანალიზი იმ მიმდინარე პროცესის, რომელიც იქნა გაწეული. კლინიკური აუდიტის ჯგუფი სამინისტროში მუშაობს გარდაცვალების შემთხვევების თაობაზე და რა თქმა უნდა, ეს ფაქტი განსაკუთრებული ყურადღებით და უმოკლეს ვადაში იქნება შესწავლილი. 

შემდეგ მოხდა მისი გადაყვანა კოვიდსასტუმროში. კოვიდსასტუმროდან გადაყვანილ იქნა კლინიკური კვლევებისთვის. მდგომარეობა თავდაპირველად იყო სტაბილური, შემდეგ მოხდა მისი გადაყვანა კლინიკური კვლევებისთვის და როდესაც დაბრუნდა ისევ კოვიდსასტუმროში მდგომარეობა დამძიმდა სწრაფად. მაშინვე მოხდა ბავშვის ჰოსპიტალიზაცია და იქ რამდენიმე დღე დაყო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, შემდეგ დადგა ეს გამოსავალი.

ზოგადად, სამინისტროს პროტოკოლი ითვალისწინებს თანმხლები დაავადებების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციას გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და შეიძლება მისი მართვა მოხერხდეს კოვიდსასტუმროში. იმ დაშვებით, რომ კლინიკური გამოკვლევები მას ჩაუტარდება კოვიდსასტუმროდანაც. რამდენადაც მე მესმის, ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც ექიმის შეფასებით მდგომარეობა ჩაითვალა, რომ იყო სტაბილური და საწყის ეტაპზე პაციენტს მიეცა რეკომენდაცია კოვიდსასტუმროში მკურნალობის. 

ყველა დეტალს, რომელიც ამ შემთხვევას უკავშირდება, სამინისტრო შეისწავლის, მათ შორის გამოძახების სიზუსტეს ანუ გამოძახების თარიღს, ასევე დროს და იმას, თუ რამდენად სწრაფად მოხდა რეაგირება და რას უკავშირდება და უკავშირდება თუ არა ეს შემთხვევა იმას, რომ რომელიმე ეტაპზე რაიმე სახის ჩარევა დაგვიანდა“, – განაცხადა გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system