თავში

2 წლის ანიტას თბილისის მერია დაეხმარება

2 წლის ანიტას თბილისის მერია დაეხმარება
2 წლის ანიტას თბილისის მერია დაეხმარება

2 წლის ანიტა ფაცაციას თბილისის მერია დაეხმარება - ამის შესახებ ინფორმაცია report.ge-ს მერიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. 

უწყებაში აცხადებენ, რომ უშუალოდ ქალაქის მერის, კახა კალაძის პირადი დავალებით, სოციალური სამსახურის წარმომადგენლებს ოჯახთან ყოველდღიური კონტაქტი აქვთ. საჭირო თანხების ზუსტი კალკულაცია ამ ეტპაზე კლინიკებიდან არ მიუღიათ, თუმცა მზად არიან, დოკუმენტაციის მღებისთანავე გამოყონ დახმარება. 

ორი წლის ანიტა ფაცაციას უმძიმესი დაავადება - „დილატაციური კარდიომიოპათია“ დაუდგინდა. მისი მდგომარეობა უმოკლეს ვადებში ოპერაციის ჩატარებას საჭიროებს. თუმცა, გულის ტრანსპლანტაციისთვის საჭირო დონორისა და თანხების მოძიებამდე, პაციენტს ესაჭიროება სპეციალური აპარატის ჩადგმა, რომელიც გულს ხელოვნურად ამუშავებს. 

ოჯახმა და ახლობლებმა უკვე დაიწყეს თანხის შეგროვება. ანიტას დასახმარებლად სოციალურ ქსელში კამპანიაც წამოიწყეს. პაციენტი ახლა ავსტრიაში იმყოფება. ოპერაცია კი, დაახლოებით 300 000 ევრო ჯდება. უსახსრობის გამო, ანიტას ექიმებმა საავადმყოფო დაატოვებინეს, ის ამჟამად ავსტრიის თავშესაფარშია. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ტრანსპორტირება არ შეიძლება. ამიტომ ოპერაცია ავსტრიაში უნდა გაკეთდეს. 

მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშის ნომერებზე: 

საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი:

GE28BG0000000100761966

მიმღები- ლია ჩხაიძე ( ანიტას ბებია)

TBC ანგარიში:

GE38TB7855945064300017

გადახდის აპარატებიდან ჩასარიცხად:

პ/ნ 60001030692

ლია ჩხაიძე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system