თავში

200-ლარიანი დახმარება ბავშვებს - გაეცანით სახელმწიფო პროგრამის პირობებს

200-ლარიანი დახმარება ბავშვებს - გაეცანი
200-ლარიანი დახმარება ბავშვებს - გაეცანით სახელმწიფო პროგრამის პირობებს

საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს, რომლის მისანიც შობადობის მატერიალური წახალისებაა. 

ამ პროგრამის ბენეფიციარია 2014 წლის 1-ლი ივნისიდან დაბადებული ბავშვი (ტყუპით მშობიარობის შემთხვევაში - ბავშვები), რომლის ბიოლოგიური დედა/ოჯახი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მიხედვით ფაქტობრივად ცხოვრობს საქართველოს იმ რეგიონში, სადაც ბავშვის (ბავშვების) დაბადების წლის წინა მე-2 და მე-3 წელში წლიური ბუნებრივი მატების საშუალო დადებითი მაჩვენებელი (ამ მაჩვენებელს განსაზღვრავს სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური) არ ფიქსირდება და ამ ბავშვის (ტყუპით მშობიარობის შემთხვევაში - ერთ-ერთი ტყუპისცალი) დაბადების დღის მდგომარეობით არის მისი ბიოლოგიური დედის რიგით მესამე ან შემდეგი ცოცხლადშობილი შვილი.

ბენეფიციარს ენიშნება ყოველთვიური ფულადი დახმარება მაღალმთიან რეგიონში საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მიხედვით ფაქტობრივად მცხოვრებთათვის - 200 ლარის ოდენობით, ხოლო არა მაღალმთიან რეგიონში საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მიხედვით ფაქტობრივად მცხოვრებთათვის - 150 ლარის ოდენობით.

ფულადი დახმარება გაიცემა განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის თვის შემდგომი თვის 1-ლი რიცხვიდან 2 წლის ასაკამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

დაუშვებელია ორი ან მეტი ფულადი დახმარების მიღება ერთი და იგივე ბენეფიციარზე.

პროგრამის (მათ შორის, პროგრამის ადმინისტრირების ხარჯების) დაფინანსების წყაროა წლიური საბიუჯეტო კანონით ,,სოციალური დახმარებების“ პროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნება.

ფულადი დახმარება გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე, სოციალური დახმარების სახით.

ფულადი დახმარების მიღება შესაძლებელია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ბენეფიციარის/კანონიერი წარმომადგენლის რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად. მიმდინარე თვის ფულადი დახმარების გაცემა წარმოებს იმავე თვეში.

სააგენტოს მიერ ფულადი დახმარების ოდენობის გადაანგარიშება განხორციელდება ავტომატურად კანონმდებლობით გათვალისწინებული ფულადი დახმარების ოდენობის ცვლილებების შემთხვევაში ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის (მაღალმთიანი რეგიონიდან არა მაღალმთიან რეგიონში გადასვლა ან პირიქით) შეცვლისას, თუ ახალი მისამართი აკმაყოფილებს ამ პროგრამის პირობებს.

ფულადი დახმარებიდან თანხის დაკავება შეიძლება მხოლოდ სააგენტოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

ზედმეტად დარიცხული ფულადი დახმარების დაბრუნება შესაძლებელია სააგენტოს გადაწყვეტილებით დანიშნული ფულადი დახმარების არა უმეტეს 20%-ის დაკავების მეშვეობით იმ შემთხვევებში, როდესაც ზედმეტი თანხის დარიცხვა გამოწვეულია ბენეფიციარის/მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასწორი მონაცემების წარდგენით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system